„BBC"-ის ცნობით, მიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად გერმანია შვეიცარიასთან საზღვარს აძლიერებს. ბერლინმა მესაზღვრეების რაოდენობის გაზრდა გადაწყვიტა. კერძოდ, გერმანია-შვეიცარიის საზღვარზე 90 მესაზღვრე და 40 სამართალდამცველი განლაგდება.
გერმანული პრესის ცნობით, წლის დასაწყისიდან შვეიცარიიდან გერმანიაში 3 385 არალეგალი მიგრანტი გადავიდა, რაც გასულ წელთან შედარებით 40%-ით მეტია.