logo_geo
eng_logo
ირაკლი შოთაძე: ახალი აღმკვეთი ღონისძიება, რომელიც გულისხმობს ბრალდებულების მიმართ ელექტრონულ მონიტორინგს, შესაძლებლობას მოგვცემს შევამციროთ საპატიმრო აღმკვეთი ღონისძიებების განხორციელება ირაკლი შოთაძე
- +

15 აგვისტო. 2022. 14:55

 

პროკურატურამ, პარლამენტმა და იუსტიციის სამინისტრომ პარტნიორ უწყებებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებები წარუდგინეს, რომლის მიზანია, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ახალი აღკვეთის ღონისძიების - გადაადგილების შეზღუდვის შემოტანა, რომელიც ელექტრონული მონიტორინგის გზით აღსრულდება.

ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა ეს ახალი აღმკვეთი ღონისძიება, რაც გულისხმობს ბრალდებულების მიმართ ელექტრონული მონიტორინგის განხორციელებას. ეს შესაძლებლობას მოგვცემს შევამციროთ საპატიმრო აღმკვეთი ღონისძიებების განხორციელება იმ პირობებში როდესაც უზრუნველყოფილი იქნება დაზარალებულის და საზოგადოების უსაფრთხოება, ასევე მართლმსაჯულების სათანადოდ აღსრულება“, - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner