პროკურატურამ, პარლამენტმა და იუსტიციის სამინისტრომ პარტნიორ უწყებებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებები წარუდგინეს, რომლის მიზანია, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ახალი აღკვეთის ღონისძიების - გადაადგილების შეზღუდვის შემოტანა, რომელიც ელექტრონული მონიტორინგის გზით აღსრულდება.
„ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა ეს ახალი აღმკვეთი ღონისძიება, რაც გულისხმობს ბრალდებულების მიმართ ელექტრონული მონიტორინგის განხორციელებას. ეს შესაძლებლობას მოგვცემს შევამციროთ საპატიმრო აღმკვეთი ღონისძიებების განხორციელება იმ პირობებში როდესაც უზრუნველყოფილი იქნება დაზარალებულის და საზოგადოების უსაფრთხოება, ასევე მართლმსაჯულების სათანადოდ აღსრულება“, - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ.