logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებები ადამიანის უფლებების რეალიზაციასა და მართლწესრიგის დაცვაზე იქნება მიმართული
- +

15 აგვისტო. 2022. 15:07

 

 

რატი ბრეგაძის განცხადებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებს, რომელიც ახალი აღმკვეთი ღონისძიების - გადაადგილების შეზღუდვის შემოტანას ისახავს მიზნად, იუსტიციის სამინისტროს სრული მხარდაჭერა ექნება.

„ეს იქნება ეფექტიანი, ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული და ხარჯთეფექტური ღონისძიება და ბუნებრივია, მას ექნება იუსტიციის სამინისტროს სრული მხარდაჭერა. მათ შორის, საქართველოს პარლამენტში და დარწმუნებული ვართ, ახალი კანონი მიმართული იქნება ადამიანის უფლებების რეალიზაციასა და მართლწესრიგის დაცვაზე“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

პროკურატურამ, პარლამენტმა და იუსტიციის სამინისტრომ პარტნიორ უწყებებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებები წარუდგინეს. ცვლილების მიზანი ახალი აღმკვეთი ღონისძიების - გადაადგილების შეზღუდვის შემოტანაა, რომელიც ელექტრონული მონიტორინგის გზით უნდა განხორციელდეს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner