logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძის გავრცელებული ინფორმაციით, მოსამართლე ნინო ბაქაქურის მიერ საქმეთა განხილვისა თუ გადაწყვეტილებების 2-დან 3 წლამდე ვადის დარღვევა ფაქტობრივად უტოლდება მოსამართლის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმას
- +

15 აგვისტო. 2022. 16:08

 

 

ნათელია ის ფაქტი, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ბაქაქურის მიერ საქმეთა განხილვისა თუ დასაბუთებული გადაწყვეტილებების 2-დან 3 წლამდე ვადის დარღვევა განპირობებულია არა ობიექტური რეალობით, არამედ სხვა სუბიექტური ფაქტორებით, რაც პირდაპირ აზარალებს მხარეთა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ფაქტობრივად უტოლდება მოსამართლის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმას, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ანალიტიკოსმა ზურაბ ქადაგიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს ყველაფერი ხდება იმ დროს, როდესაც საქართველოს უზენაესი სასამართლო დაკომპლექტებულია სრულად 28 მოსამართლით და მოსამართლეების ნაკლებობა ნამდვილად არ არის.

„ამ ყველაფერს მიუხედავად, კიდევ უფრო ცინიკურია ჩვენს არაერთ წერილზე თუ საჩივარზე, იუსტიციის საბჭოს და მისი ინსპექტორის რეაგირების არქონა და ელემენტარულად პასუხის არ გაცემა. ასეთი სისტემური დარღვევების პირობებში (რაც ბაქაქურს გააჩნია), თუ არ ხდება ელემენტარული რეაგირება, მაშინ უკვე მოსამართლეების თავგასულობას ზღვარი არ ექნება და საბოლოოდ გადაიქცევა მათი თვითნებობის და მხარეებისადმიაგდებულად დამოკიდებულების ასპარეზად სასამართლო სისტემა, რაშიც ხელშემწყობი ცხადია დისციპლინური ინსპექტორი და იუსტიციის საბჭო იქნებიან. ჩვენ კიდევ ვამუშავებთ დამატებით ინფორმაციას ამ მიმართულებით, არ დაგვისრულებია გარკვეული გარემოებების შესწავლა და მოგვიანებით ვაპირებდით საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდებას. თუმცა ჩვენი აღშფოთება და დროზე ადრე რეაქცია გამოწვია ტელესივრცეში გასულმა სიუჟეტმა, სადაც ნინო ბაქაქურიწარმოჩენილია, როგორც სანიმუშო და მაღაკვალიფიციური მოსამართლე.

ის მოსამართლე, რომელიც საქმეების განხილვის და შემდეგ მათზე გადაწყვეტილებების დაწერის ვადების კატასტროფული დარღვევებით პრაქტიკულად მართლმსაჯულების ინტერესს უკარგავს მხარეებს, ვერანაირად ვერ შეფასდება დადებითად და სხვა ქვეყნებში ადეკვატური შეფასებაც მალევე ექნებოდა მის ამ ქმედებას მიცემული, თუმცა ჩვენთან პასუხის გაცემასაც კი არ კადრულობენ წლების განმავლობაში შესაბამისი ორგანოები მის ამ დარღვევებზე. ამ საკითხებზე მოგვიანებით კვლავ ვგეგმავთ მოგაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია, მას შემდეგ რაც საბოლოოდ შესაბამის მასალას დავამუშავებთ. დასკვნები საზოგადოებისთვის მიგვინდია. ყველას გთხოვთ გაითვალისწინოთ და თვალი გადაავლოთ ზემოთ მოყვანილ სტატისტიკას, რამდენი მხარეა კიდევ გამწარებული ჩვენსავით ამ მოსამართლის საქმისადმი უდიერი და აგდებული დამოკიდებულებით. მათი ნაწილი ჯერ წლობით ელოდება მათი საქმის ჩანიშვნასდა განხილვას, ხოლო მეორე ნაწილი კი საქმეზე გადაწყვეტილებების გამოტანის შემდეგ, ასევე წლობით ელოდება მათ დაწერას და გაგზავნას. თუმცა საბედნიეროდ არსებობენ ბატონი ზურაბ ძლიერიშვილის მსგავსი მოსამართლეები, რომლებიც თავიანთ სამოსამართლეო მოვალეობებისადმი სანიმუშო მიდგომით, პუნქტუალობით და კორექტულობითგამოირჩევიან,“ - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner