16 აგვისტოს კუს ტბის საბაგირო გზაზე დაგეგმილია გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, ასევე გზის ელექტრონული და უსაფრთხოების სისტემების ტესტირება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, კუს ტბის საბაგირო გზა ერთი დღით - 16 აგვისტოს მგზავრებს ვერ მოემსახურება.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!