logo_geo
eng_logo
Reuters: ახალი გადასახადის დაწესების გამო, გერმანული ოჯახებისთვის გაზის წლიური გადასახადი 480 ევროთი გაიზრდება
- +

15 აგვისტო. 2022. 20:27

 

 

ახალი გადასახადის დაწესების გამო, გერმანულ ოჯახებს გაზისთვის წელიწადში 480 ევროთი მეტის გადახდა მოუწევთ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

 

გერმანიის გაზის ბაზრის ოპერატორმა, Trading Hub Europe-მა განაცხადა, რომ კილოვატ საათში 2.419 ევრო ცენტის გადასახადი დააწესა.

 

გადასახადი 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება და 2024 წლის აპრილამდე იმოქმედებს, რათა Uniper-ს -ქვეყანაში რუსული გაზის უმსხვილეს იმპორტიორს - და სხვა იმპორტიორებს ფასების ზრდასთან გამკლავებაში დაეხმაროს.

 

Verivox-ის ფასების შედარების პლატფორმის გაანგარიშებით, ოთხსულიანი ოჯახისთვის გაზის წლიური გადასახადი დაახლოებით 480 ევროთი გაიზრდება.

 

„ალტერნატივა იქნებოდა გერმანიის ენერგეტიკული ბაზრის და მასთან ერთად ევროპის ენერგეტიკული ბაზრის დიდი ნაწილის კოლაფსი. სასწრაფოდ უნდა შევცვალოთ სიტუაციაა და ამ პროცესში ზოგჯერ მწარე წამლის მიღება გვიწევს“, - აღნიშნა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner