logo_geo
eng_logo
ოლაფ შოლცი: გვესმის, რომ ბევრი ადამიანი გარბის რუსეთიდან, რადგან ისინი არ ეთანხმებიან რეჟიმს - გადაწყვეტილებებმა, რომელსაც ვიღებთ, არ უნდა გაართულოს დიქტატურისგან თავის დაღწევა
- +

15 აგვისტო. 2022. 20:45

 

 

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ეჭვქვეშ აყენებს რუსი ტურისტებისთვის აკრძალვების დაწესებას. ამის შესახებ ოლაფ შოლცმა ოსლოში სკანდინავიის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ გვესმის, რომ ბევრი ადამიანი გარბის რუსეთიდან, რადგან ისინი არ ეთანხმებიან რუსეთის რეჟიმს”, - აღნიშნა მან.

 

მისივე თქმით, გადაწყვეტილებებმა, რომელსაც იღებენ, არ უნდა გაართულოს დიქტატურისგან თავის დაღწევა.

 

„ყველა გადაწყვეტილებამ, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, არ უნდა გაართულოს ქვეყნის დატოვება, რუსეთის ხელმძღვანელობისა და დიქტატურისგან თავის დაღწევა“,- დასძინა შოლცმა.

 

ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა, რომელიც ასევე იმყოფებოდა შეხვედრაზე, მოუწოდა რუსი ტურისტების აკრძალვისკენ ევროკავშირში, რათა მათაც გადაიხადონ ფასი უკრაინაში რუსეთის შეჭრისთვის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner