რიოს ოლიმპიური თამაშები გრანდიოზული ცერემონიით დასრულდა. მრავალფეროვანი ღონისძიება, რომელიც კარნავალის თემატიკით იყო მომზადებული, მარაკანას სტადიონზე სამ საათს გაგრძელდა.
თამაშები ბრაზილიაში 16 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობა 206 ქვეყნიდან, 11 303-მა სპორტსმენმა მიიღო.
ცერემონიაზე ოლიმპიური ცეცხლი ტოკიოს ოფიციალურად გადაეცა, რადგან 2020 წელს, გრანდიოზულ სპორტულ მოვლენას, სწორედ იაპონია უმასპინძლებს.
ოლიმპიადაზე საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ 7 მედალი მოიპოვა - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.