logo_geo
eng_logo
სერბეთმა რუსეთის სამხედრო ბაზების მის ტერიტორიაზე განთავსებაზე უარი თქვა - რუსული მედია
- +

15 აგვისტო. 2022. 23:30

 

 

„სერბეთმა თავის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზის განთავსებაზე  უარი თქვა და გადაწყვიტა, რომ NATO-სთან თანამშრომლობა გააფართოოს“, - ამის შესახებ რუსული მედია თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

 

წყაროებმა რუსულ გამოცემას განუცხადეს, რომ სერბეთმა რუსული სამხედრო ბაზის ქვეყანაში განთავსების იდეაზე უარი თქვა და NATO-სთან თანამშრომლობა გადაწყვიტა.

 

გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გასულ კვირას სერბეთში რუსეთის ელჩმა ალექსანდრე ბოცან-ხარჩენკომ რუსული სამხედრო ბაზის განლაგების შესახებ განცხადება გააკეთა.

 

„სერბეთში რუსული სამხედრო ბაზის შექმნა ამ ქვეყნის სუვერენული საქმეა, პლუს ეს თავად რუსეთის ინტერესების საკითხია“, - აცხადებდა დიპლომატი.

 

მიუხედავად ამისა, ახლახან სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ სერბეთს არავის სამხედრო ბაზა არ სჭირდება.

 

„სერბეთი შეინარჩუნებს სამხედრო ნეიტრალიტეტს და მოკავშირეებთან ურთიერთობებს. სერბეთი საკუთარ თავზე თავად იზრუნებს“, - განაცხადა სერბეთის ლიდერმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner