logo_geo
eng_logo
როდის გაათავისუფლებს უკრაინა ხერსონს - უკრაინელი სამხედრო ექსპერტის განმარტება
- +

16 აგვისტო. 2022. 00:37

 

 

უკრაინელი სამხედრო ექსპერტი ოლეგ ჟდანოვი განმარტავს, თუ როდის გაათავისუფლებს უკრაინა რუსების მიერ დროებით ოკუპირებულ ხერსონს.

 

მისი თქმით, აღნიშნული პროცესის ბედი შესაძლოა, უახლოეს კვირებში გადაწყდეს.

 

„მე ვეთანხმები ამ ფორმულირებას, რომ შემდეგი ორი კვირა შეიძლება, იყოს გადამწყვეტი. თუ ორ კვირაში არ დავუშვებთ რუსების მიერ აღჭურვილობის მარჯვენა სანაპიროზე გადატანას, შემდეგ უკვე მესამე კვირიდან ჩვენ შეგვიძლია ვიგრძნოთ ამ დაჯგუფების საბრძოლო შესაძლებლობების მკვეთრი დაქვეითება და ფაქტი არ არის, რომ სავსებით შესაძლებელია, მათ უკან დახევა დაიწყონ.

 

ხერსონის გათავისუფლების შემდეგ რუსეთმა შესაძლოა, გააგრძელოს ბირთვული შანტაჟი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან არსებული სიტუაციით, მაგრამ მსოფლიო ამაზე რეაგირებას აღარ მოახდენს“, - განაცხადა ჟდანოვმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner