რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის გაუქმების მცდელობებს უშედეგო და სულელური უწოდა.
მისივე თქმით, ეროვნული ხასიათის „თვისებები“ რუს ხალხს „დაუმარცხებელს“ აქცევს.
„ჩვენი კულტურის გაუქმების, რუსეთის გაუქმების ყველა მცდელობა უშედეგოა, ეს უბრალოდ სისულელეა და ვინც სხვაგვარად ფიქრობს, მათ სამწუხაროდ, ისტორიის გაკვეთილები არ უსწავლიათ.
ეროვნული ხასიათის თვისებები აქცევს ჩვენს ხალხს დაუმარცხებელს და ჩვენს ათასწლიან კულტურას დიდებულს“, - განაცხადა პუტინმა.