ერაყში „კემპ სფიჩერის" ბაზაზე 1700 ახალწვეულის მკვლელობისთვის მსჯავრდებული 36 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. ქალაქ თიქრითის მახლობლად მდებარე ყოფილ ამერიკულ ბაზაზე სამხედროების მასობრივი მკვლელობა 2014 წელს დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა ჩაიდინეს.
ბაზაზე თავდასხმისას ძირითადად შიიტი კადეტები მოკლეს. 2014 წელს ჯიჰადისტებმა სამხედროების მკვლელობის ფოტოები და ვიდეოკადრები გაავრცელეს.
ბაზაზე თავდასხმიდან ერთი წლის შემდეგ კი ერაყის სამთავრობო ძალებმა მასობრივი სამარხები აღმოაჩინეს.
„კემპ სფიჩერის" ბაზაში ჩადენილი სასტიკი დანაშაულისთვის 36 მსჯავრდებული ნასირიის ციხეში ჩამოახრჩვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა მათგანი ერაყის მოქალაქე იყო.