logo_geo
eng_logo
ზელენსკიმ ყირიმის დეოკუპაციის საკითხზე საკონსულტაციო საბჭო შექმნა
- +

16 აგვისტო. 2022. 01:17

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და სევასტოპოლის დროებით ოკუპირებული ტერიტორიის დეოკუპაციისა და რეინტეგრაციის საკითხზე საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.

 

უკრაინის პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, საბჭომ ხელი უნდა შეუწყოს ისეთი ღონისძიებების კოორდინირებას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის დეოკუპაციას, რეინტეგრაციასა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ასევე უკრაინის მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დაცვას.

 

საბჭოს საქმიანობა ასევე მოიცავს შედეგების დაძლევასა და ზიანის ანაზღაურებას, რომელიც უკრაინის სახელმწიფომ, მისმა მოქალაქეებმა და იურიდიულმა პირებმა რუსეთის ოკუპაციისა და შეიარაღებული აგრესიის შედეგად მიიღეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner