logo_geo
eng_logo
ბალტიისპირეთში აჭარის რეკლამა აქტიურად მიმდინარეობდა
- +

16 აგვისტო. 2022. 01:30

 

 

აჭარის ონლაინრეკლამას ბალტიისპირეთის ქვეყნებში მილიონობით წვდომა აქვს. სოციალურ ქსელებსა და გუგლის პლატფორმაზე გამოქვეყნებული რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლებისა და სარეკლამო ბანერების ჩვენებების რაოდენობებმა 15 600 000 გადააჭარბა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბათუმის და რეგიონის სამთო ტურისტული პროდუქტების ონლაინრეკლამას ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში ავიაკომპანია AirBaltic-თან თანამშრომლობით ანხორციელებდა.

 

ონლაინკამპანიის პარალელურად მიმდინარეობდა გარე სარეკლამო აქტოვობებიც. კერძოდ, ქალაქ რიგაში ბათუმის საიმიჯო ბანერებით დაიბრენდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბით გადაადგილდებოდა. გარდა ამისა, აჭარის პოპულარიზაციის მიზნით რეგიონს ათეულობით ტურისტული სააგენტოსა და მედიის წარმომადგენელი სტუმრობდა ბალტიისპირეთიდან, რამაც აღნიშნული ქვეყნებიდან ბათუმში ტურისტების მოზიდვასა და მედიაში აჭარის შესახებ სტატიების, ბლოგების, გადაცემების გამოქვეყნებას შეუწყო ხელი.

 

მიმდინარე წელს, ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები ხორციელდება რიგადან, ტალინიდან და ესტონეთიდან. რიგის მიმართულება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს წელს დაემატა, რასაც წინ უსწრებდა ბათუმი საპოპულარიზაციო პრეზენტაციები ბალტიისპირეთის ქვეყნების დედაქალაქებში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner