logo_geo
eng_logo
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე არხების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
- +

16 აგვისტო. 2022. 10:16

შპს „საქართველოს მელიორაცია“, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სადრენაჟე სისტემის აღგენით სამუშაოებს ატარებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან 25 კილომეტრამდე სიგრძის კოლექტორული და შემკრები არხები იწმინდება, ეწყობა მილხიდები.

საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი თენგიზ ნასარიძე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

თენგიზ ნასარიძის განცხადებით, ჩატარებული სამუშაოები არხის გამტარუნარიანობის გაზრდას უზრუნველყოფს. შედეგად, სოფელ შრომაში 170 ჰექტარი მიწის ფართობი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებას შეიძენს, რაც აღნიშნულ ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების შესაძლებლობას აჩენს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner