ღრმად ვარ დამწუხრებული ერევანში მომხდარი აფეთქების გამო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი twitter-ზე წერს.
„ვუსამძიმრებ ოჯახებს, რომლებმაც დაკარგეს საყვარელი ადამიანები, ასევე ძალასა და გამძლეობას ვუსურვებ სასწრაფო დახმარების მუშაკებს. მე სომეხი ხალხის გვერდით ვდგავარ“, - წერს ზურაბიშვილი.
სომხეთის დედაქალაქში, სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ ასაფეთქებელი ნივთიერების საწყობი აფეთქება მოხდა.