logo_geo
eng_logo
ოსლოში საკონცერტო დარბაზის ჭერის ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა
- +

22 აგვისტო. 2016. 11:14



„BBC"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 15 ადამიანი დაშავდა ოსლოში, საკონცერტო დარბაზ „Sentrum Scene"-ში ჭერის ჩამონგრევის შედეგად.



ოსლოს პოლიციის განცხადებით, ყველა დაშავებული გადაყვანილია კლინიკაში, თუმცა მათი უმრავლესობა მსუბუქად არის დაშავებული. საკონცერტო დარბაზიდან ხალხის ევაკუაცია სრულად განხორციელდა. ტერიტორიაზე მობილიზებულია, საპატრულო და სახანძრო ბრიგადები.



შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც საკონცერტო დარბაზში ამერიკელი დიჯეისა და კომპოზიტორის სტივ აოკის კონცერტი მიმდინარეობდა.



გავრცელებული ინფორმაციით, საკონცერტო დარბაზში შემთხვევის დროს 1800-მდე ახალგაზრდა იმყოფებოდა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner