საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალა“ წევრი, საბა კბილაშვილი მოძრაობის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას Facebook-ზე ეხმაურება.
„ელჩის დაუგეგმავი და ღია ვიზიტები ცალ-ცალკე სასამართლოში, აბა რა არის, თუ არა მთავარი და გენერალური მტკიცებულება, რამენაირად ხელში ჩაიგდონ სასამართლო ხელისუფლება?! სხვა იმპერიულ ზრახვებთან ერთად, სწორედ მსგავსი დამოკიდებულებების გამო ეზიზღებოდა და ეზიზღება ხალხს ცეკა და რუსები. რაში ჯდება თუ იგივეს აკეთებს სხვა? საქართველო-ამერიკის ურთიერთობებს თუ რამე აზიანებს, სწორედ საელჩოს ასეთი დამოკიდებულებაა, რაც ძალიან გულდასაწყვეტია“, - წერს კბილაშვილი.
საზოგადოებრივი მოძრაობის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას გაეცანით ამ ბმულზე.