სააგენტო „Reuters"-ის ცნობით, ისრაელის ავიაციამ ღაზას სექტორი დაბომბა. დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
თვითმფრინავებმა ანკლავში „ბოევიკების" 30-მდე პოზიციაზე მას შემდეგ მიიტანეს იერიში, რაც „ბოევიკებმა" ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტა გაუშვეს.
ისრაელის ცნობით, წლის დასაწყისიდან ქვეყნის ტერიტორიაზე ღაზადან გაშვებული 14 რაკეტა აფეთქდა.