უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან სრულმასშტაბური ომის შესაძლებლობის არ სჯეროდა, დასავლელი პარტნიორების გაფრთხილების მიუხედავად.
„არავის სჯეროდა, რომ ასე მოხდებოდა. არავინ იცოდა ეს. ახლა ყველა ამბობს, რომ გაგვაფრთხილეს, თუმცა ეს გაფრთხილება ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლებოდა. როცა ვთქვით, მოგვაწოდეთ კონკრეტული მონაცემები - საიდან მოვლენ, რამდენი ადამიანი და ასე შემდეგ- ყველას ზუსტად იმდენი ინფორმაცია ჰქონდა, რამდენიც ჩვენ. როდესაც მე ვთქვი: „აბა, თუ ისინი მოდიან და მძიმე ბრძოლები იქნება, შევძლებთ თუ არა იარაღი მივიღოთ მათ შესაჩერებლად?“ ჩვენ არ მივიღეთ ის [იარაღი]. რაში მჭირდება ეს გაფრთხილებები? რატომ გავაგიჟო ჩვენი საზოგადოება?“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუასეთი უკრაინის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს 24 თებერვალამდეც აწარმოებდა, რათა ქვეყნისთვის ენერგეტიკული, პოლიტიკური და ფინანსური დარტყმა მიაყენებინა.