„ვერონას“ წინააღმდეგ მატჩში გატანილი გოლი, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიასთვის სერია ა-ში სადებიუტო გამოდგა, ქართველმა შემტევმა ორიგინალური ჟესტით აღნიშნა.
„ნაპოლის“ ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში ხვიჩამ თქვა, რომ მისი ერთ-ერთი საყვარელი სპორტსმენი „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ კალათბურთელი სტეფ კარია. სწორედ სტეფ კარის ეკუთვნის ცნობილი „დაძინების ჟესტი“.
2022 წლის NBA-ის დასავლეთ კონფერენციის ფინალში, „დალასთან“ მატჩში „გოლდენ სტეიტს“ გამარჯვება სწორედ სტეფ კარის სამქულიანმა მოუტანა, რის შემდეგაც კარიმ პირველად გამოიყენა ე.წ. დაძინების ჟესტი.
„ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძილი. ეს იყო ნიშანი იმისა, რომ საქმე დამთავრებულია“, - განაცხადა კარიმ.