logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ესენი აქაურები არ არიან, საიდანღაც ჩამოვიდნენ, უცხო პლანეტიდან მოსულებსა ჰგვანან
- +

16 აგვისტო. 2022. 21:05

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

ბიჯოოოო... რა იყო ესა, ჰა?! 

 

გირჩი ზურაბა ელაპარაკება უგირჩო ტრაპაიძეს ჭუტლექსაანთ ვიზიაში, 2012-ში არჩევნების ბედი გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილის დაპირებებმაო - გურულებს ჩაის პლანტაციების აღდგენის გარდა თითო სოლარიუმის დადგმასაც პირდებოდაო. თუმცა ხალხი მოატყუაო.

 

ეს ეუბნება, ტრაპაიძე ზურაბას, ვაიმე, წლების მერე რომ დავფიქრდი, მართლა გავოცდი, რაებს პირდებოდა ეს კაცი მოსახლეობასო?

 

 ,,რაებსო'', ამბობს სტაჟიანი ჟუუურრრრნალისტი, რაებსო!

 

 

შემდეგ სერიოზულად ეკითხება გამოგირჩებულ ზურაბას: როგორ ფიქრობთ, 2012 წელს არჩევნების ბედი სოლარიუმმა გადაწყვიტაო?

 

გეფიცებით, არაფერს ვამატებ, ზუსტად ეგრე ჰკითხა, არჩევნების ბედი სოლარიუმმა გადაწყვიტაო?

 

კი, იყო სხვა რამეებიც, მაგრამ ძირითადად სოლარიუმმაო.

 

ოღონდაცა, ხალხნო... ოღონდაც ნუ გამაგიჟებთ, გურულებმა მაინც მითხარით სიმართლე, 2012-ში მართლა გპირდებოდათ ბიძინა ივანიშვილი ყველა ოჯახში თითო სოლარიუმს?

 

ნუ მომატყუებთ, არ დამიმალოთ!

 

ესე იგი, რა გამოდის?

 

არც გაუპატიურებები ყოფილა, არც პატიმრების ცემა-ტყეპა, წამება და სიკვდილიანობა ყოფილა, არც გირგვლიანისა და სხვა ბიჭების ჩახოცვა ყოფილა, არც ბიზნესების ახევა ყოფილა, არც ღამის 3 საათზე უამრავი ქონების გადაფორმება ყოფილა, არც დუბინკები ყოფილა, არც კასტილიანი კაცი ყოფილა, არც 2007 წლის ნოემბრის დარბევა ყოფილა, არც იმედში შევარდნა ყოფილა, არც 2011 წლის 26 მაისი ყოფილა, არც მაღაზიის თავზე შემოდებული გვამები ყოფილა... რომელი ერთი ჩამოვთვალო?

 

ამ ყველაფრის მომსწრე და მნახველი, ზოგჯერ მონაწილე (იმედში რომ შევარდნენ, იქ იყო) ქალი დუპლეტ ზურაბას ეკითხება, არჩევნების ბედი დაპირებულმა სოლარიუმმა გადაწყვიტაო?!

 

მეტიც, ზურაბამ დასკვნის სახით დაუდო: ჩვენაო, ჯერ არჩევნებით უნდა დავამარცხოთ ქართული ოცნება თავის ივანიშვილიანად და შემდეგ დავშალოთ სისტემა, რომ ვერავინ ვეღარასოდეს ჩაიგდოს ძალაუფლება ხელშიო.

 

ესე იგი, ჯერ სისტემა უნდა დაშალოთო?

 

არა, ჯერ ბიძინა ივანიშვილი უნდა დავამარცხოთ არჩევნებშიო.

 

ააა... გასაგებია, ესე იგი, ჯერ სისტემა უნდა დაშალოთო.

 

არა, სისტემას მერე დავშლით, როცა ხელისუფლებაში მოვალთო.

 

ჰოოო, მაშინ ჰოოოვოო! - მიუგო დიანამ და ჰაერში ხელებით რამდენიმე წრე მოხაზა.

 

ბიჯოოოო... რა იყო ესა, ჰა?!

 

ესენი აქაურები არ არიან, საიდანღაც ჩამოვიდნენ, უცხო პლანეტიდან მოსულებსა ჰგვანან. აქაურები რო იყვნენ, მაშინ ყველაფერი ემახსოვრებოდათ. შეიძლება, ახსოვთ კიდევაც, მაგრამ ეგრე უცნაურად მაინც არ ილაპარაკებდნენ!

 

მეშინია, დამმალეთ კი არა და... სადმე საგულდაგულოდ გადამმალეთ! - წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner