„ესპანეთის სამხრეთ ნაწილში მასშტაბურ ტყის ხანძარს ებრძვიან, ცეცხლი 10 ათას ჰექტარზეა გავრცელებული“, - ამის შესახებ ინფორმაციას france24 ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ხანძარი ძლიერი ქარის გამო სწრაფად გავრცელდა. ხანძრის მიმდებარე ტერიტორიებიდან ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა გაბრიელა ბრავომ აღნიშნა, რომ ხანძრის ჩასაქრობად 300-მდე მეხანძრე, 24 სახანძრო თვითმფრინავი და ვერტმფრენია მობილიზებული.
„ძალიან რთული ვითარებაა. ხანძარი ქმნის უზარმაზარ სირთულეებს, რომელთა დაძლევა შეუძლებელია იმ სიჩქარით, რომელიც ჩვენ გვსურს“, - განაცხადა ვალენსიის ავტონომიური გაერთიანების ხელმძღვანელმა ხოაკინ პუიგმა.
ევროპის ტყის ხანძარსაწინააღმდეგო საინფორმაციო სისტემის უახლესი მონაცემების თანახმად, ჰაერის მაღალმა ტემპერატურამ, მიმდინარე წელს, ესპანეთის მასშტაბით, 391 ტყის ხანძარი გამოიწვია.