logo_geo
eng_logo
ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის 125-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
- +

16 აგვისტო. 2022. 21:39

 

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმი-ახალციხის გზის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით აიკრძალა.

 

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 125-ე კმ-ზე, ხულო-ზარზმის მე-2 ლოტის მშენებლობის ფარგლებში, არის მიწა-კლდის მასის ჩამოსვლის და გზის სავალი ნაწილის დაზიანების საშიშროება, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, - აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner