„პარტიებმა, რომლებმაც საკმარისი საზოგადოებრივი მხარდაჭერა არ აქვთ, ასეთი ანონსებისგან თავი უნდა შეიკავონ“, - ასე შეაფასა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადება
„ამით ისინი მხოლოდ უიმედობას და იმედგაცრუებას თესავენ საზოგადოებაში, რაც ისევ ოპოზიციას უბრუნდება ცუდად. ამ პარტიებს არ აქვთ ის მხარდაჭერა, რომ რაღაც სერიოზულ სამოქალაქო დაუმორჩილებლობაზე ჰქონდეთ პრეტენზია“, - აცხადებს ლევან იოსელიანი.
„დაუმორჩილებლობა და ხელისუფლების ცვლილება ქუჩიდან“ - ზურაბ ჯაფარიძის შემდეგ რადიკალურ გეგმებზე ელენე ხოშტარია საუბრობს.