logo_geo
eng_logo
რუსები კვლავ ბომბავენ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიას - ადმინისტრაცია ენერგოდარის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს
- +

16 აგვისტო. 2022. 23:18

 

 

რუსები კვლავ ბომბავენ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიას. ადგილობრივი ადმინისტრაცია ენერგოდარის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ სტარუხმა განაცხადა.

 

„სამოქალაქო დაცვის ყველა უწყება მუშაობს შეზღუდულ რეჟიმში. ჩვენ ვურჩევთ ხალხს, დატოვონ ენერგოდარი, განსაკუთრებით ქალებმა და ბავშვებმა. ატომურ ელექტროსადგურზე არის ოთხი ელექტროგადამცემი, დარჩა მხოლოდ ერთი. გუშინ დაიბომბა დნეპროს ოლქი და ჩვენს ოპერატორებს მოუწიათ მე-5 ენერგობლოკზე დატვირთვის შემცირება, ეს არის წმინდა ბირთვული ტერორიზმი“, - აღნიშნა ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

 

მან განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უდიდესია ევროპაში და იქ 1200 ტონა ურანი ინახება.

 

„ასეთ რაღაცებთან ხუმრობა გამორიცხულია. აუცილებელია სადგურის და 30-კილომეტრიანი ზონის დემილიტარიზაცია მძიმე იარაღისა და საბრძოლო მასალისაგან“, - დასძინა ალექსანდრ სტარუხმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner