logo_geo
eng_logo
DW: ნორვეგია ვერ ახერხებს გერმანიისთვის გაზის მიწოდების კიდევ უფრო გაზრდას
- +

16 აგვისტო. 2022. 23:19

 

 

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ნორვეგია ვერ ახერხებს გერმანიისთვის გაზის მიწოდების კიდევ უფრო გაზრდას.

 

„ჩვენ არ შეგვიძლია, უბრალოდ მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება გაზის მიწოდების კიდევ უფრო გაზრდის შესახებ. ნორვეგიამ უკვე გაზარდა გაზის ექსპორტი და ახლა აწვდის იმდენს, რამდენიც შეუძლია“, - განაცხადა ნორვეგიის პრემიერ მინისტრმა იონას გარი სტორემ.

 

სააგენტოს ცნობით, ნორვეგია ამჟამად რეკორდული მოცულობის ნავთობსა და გაზს აწვდის გერმანიასა და მთლიანად ევროპას. რუსეთის შემდეგ, ნორვეგია გერმანიისთვის სიდიდით მეორე მიმწოდებელია. ამჟამად ის ფარავს გერმანიის ბუნებრივი აირის მოთხოვნილების 30 პროცენტზე მეტს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner