logo_geo
eng_logo
ზელენსკი: იმისთვის, რომ მსოფლიოში უკრაინის მხარდაჭერა არ შემცირდეს და ჩვენი სახელმწიფო გამარჯვებისკენ წავიდეს, ჩვენი აქტიურობაც არ უნდა შემცირდეს
- +

17 აგვისტო. 2022. 00:29

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს მოუწოდა, აქტიური პოზიცია დაიკავონ და ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ რუსეთისთვის ბრძოლა უფრო რთული გახდეს.

 

„იმისთვის, რომ მსოფლიოში უკრაინის მხარდაჭერა არ შემცირდეს და ჩვენი სახელმწიფო გამარჯვებისკენ წავიდეს, ჩვენი აქტიურობაც არ უნდა შემცირდეს.

 

ყველაფერი გააკეთეთ ისე, როგორც აკეთებდით. კიდევ უფრო მეტიც, რადგან რუსეთის ხელმძღვანელობა ელის, რომ უკრაინელები, ევროპელები და მთელი მსოფლიო ამ ომისგან დაღლილობას იგრძნობს.

 

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არა ჩვენ და არა ჩვენი მეგობრები და პარტნიორები, არამედ ჩვენი მტერი დაიღალოს. იმისთვის, რომ უკრაინიდან ოკუპანტები განვდევნოთ, რუსეთისთვის ომის წარმოება დღითიდღე სულ უფრო და უფრო რთული უნდა იყოს - ეს არის ჩვენი უმთავრესი სამხედრო-პოლიტიკური ამოცანა“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner