logo_geo
eng_logo
ერდოღანი ზელენსკისთან და გაეროს გენერალურ მდივანთან ერთად განიხილავს, რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დიპლომატიური გზით დასასრულებლად
- +

17 აგვისტო. 2022. 00:45

 

 

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევით 18 აგვისტოს ლვოვს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვევა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტში განაცხადეს.

 

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ ერდოღანი და ზელენსკი შეხვედრაზე თურქეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობების ასპექტებს სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე განიხილავენ.

 

გარდა ამისა, ლვოვში ერდოღანის, ზელენსკისა და გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის სამმხრივი შეხვედრა გაიმართება.

 

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ, თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას უკრაინა-რუსეთის ომის დიპლომატიური გზით დასასრულებლად.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner