„უკრაინის სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომზე“ მასშტაბური ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„2022 წლის 16 აგვისტოს, რუსეთის შემოჭრის შემდეგ ყველაზე ძლიერი ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა „ენერგოატომზე“. მასზე თავდასხმა რუსეთის ტერიტორიიდან განხორციელდა“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
მედიის ინფორმაციით, ჰაკერული თავდასხმის შედეგად „ენერგოატომის“ ვებგვერდის მუშაობა არ შეფერხებულა და მომხმარებლისთვის ის შეუმჩნეველი დარჩა.