logo_geo
eng_logo
უკრაინული მედია: რუსებმა „ენერგოატომის“ ვებგვერდზე მასშტაბური კიბერთავდასხმა განახორციელეს
- +

17 აგვისტო. 2022. 01:23

 

 

უკრაინის სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომზე“ მასშტაბური ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

 

„2022 წლის 16 აგვისტოს, რუსეთის შემოჭრის შემდეგ ყველაზე ძლიერი ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა „ენერგოატომზე“. მასზე თავდასხმა რუსეთის ტერიტორიიდან განხორციელდა“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

 

მედიის ინფორმაციით, ჰაკერული თავდასხმის შედეგად „ენერგოატომის“ ვებგვერდის მუშაობა არ შეფერხებულა და მომხმარებლისთვის ის შეუმჩნეველი დარჩა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner