საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე რიოს ოლიმპიადის დასრულების შემდეგ მადლობას უხდის ქართველ სპორტსმენებს საინტერესო ასპარეზობისთვის და მომავალში უფრო დიდ წარმატებას უსურვებს მათ.
„დიდი მადლობა საქართველოს ნაკრებს, ჩვენს ოლიმპიელებს საინტერესო ასპარეზობისთვის და სიხარულის მონიჭებისთვის!!! ვუსურვებ ჩვენს სპორტსმენებს ბევრ ჯილდოს და გამარჯვებას მომავალში!" - განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ თამაშები ბრაზილიაში 16 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობა 206 ქვეყნიდან, 11 303-მა სპორტსმენმა მიიღო.
ოლიმპიადაზე საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ 7 მედალი მოიპოვა - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.