logo_geo
eng_logo
BBC საქართველოს შესახებ 4 ფილმს აჩვენებს
- +

22 აგვისტო. 2016. 12:07


 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ტელეკომპანია BBC საქართველოს შესახებ 4 ფილმს აჩვენებს.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, დოკუმენტური ფილმების გადასაღებად საქართველოს კომპანია „Edenwood Productions"-ის გადამღები ჯგუფი ეწვია. ტურში მონაწილეობას იღებენ მთავარი პროდიუსერი Ludia Conway და დამხმარე ასისტენტი Benjamin Arnott.



გადამღები ჯგუფის მონაწილეებმა 2 კვირის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხე დაათავალიერეს. ჯგუფის წევრებმა გადაიღეს თბილისი, მცხეთა, უფლისციხე, ბორჯომი, რაბათი, ვარძია, წყალტუბო, აჭარა, სვანეთი, ზუგდიდი, მარტვილი, ქუთაისი, გორი, კახეთი, ანანური და ყაზბეგი. თითო ფილმი ერთსაათიანი იქნება და საქართველოს კულტურას, ისტორიას, რელიგიას და ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს მიეძღვნება.



ტელეკომპანია BBC-ის ეთერში გასვლის შემდეგ დოკუმენტური ფილმების ნახვა BBC-ის და გავლენიანი გამოცემა „the telegraph"-ის გვერდებზე იქნება შესაძლებელი. www.bbc.co.uk www.telegraph.co.uk .



 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner