თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში ქორწილის დროს მომხდარი აფეთქების მსხვერპლთა რიცხვი 53-მდე გაიზარდა.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, დაღუპულთა შორის 22 ბავშვია.
თურქეთის სამხრეთ ნაწილში, სირიის საზღვართან მდებარე ქალაქ გაზიანთეფში აფეთქება 20 აგვისტოს თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, თავდამსხმელი 12-14 წლის მოზარდი იყო.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.