logo_geo
eng_logo
თურქეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 53-მდე გაიზარდა
- +

22 აგვისტო. 2016. 12:10



თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში ქორწილის დროს მომხდარი აფეთქების მსხვერპლთა რიცხვი 53-მდე გაიზარდა.


სააგენტო Reuters-ის ცნობით, დაღუპულთა შორის 22 ბავშვია.


თურქეთის სამხრეთ ნაწილში, სირიის საზღვართან მდებარე ქალაქ გაზიანთეფში აფეთქება 20 აგვისტოს თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.



თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, თავდამსხმელი 12-14 წლის მოზარდი იყო.



ტერაქტზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner