logo_geo
eng_logo
საერთოდ უნდა ჩამოართვა კომპიუტერი და მუშაობის უფლება, ვინც ასეთ ტყუილებს ავრცელებს - ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი გავრცელებულ ყალბ ინფორმაციაზე
- +

17 აგვისტო. 2022. 17:37

ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი, მამუკა ჯუღელი უარყოფს სოცმედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ფეხბურთელმა „ვერონას“ კარში გატანილი გოლი საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიუძღვნა.

ტყუილია ეს ინფორმაცია. ხვიჩა საერთოდ არ აკეთებს მსგავს განცხადებებს. ხვიჩა სად ნახავდა ან სანდრა რულოვს ან სააკაშვილს, ათი წლის იყო მაშინ. ამ რაღაცებს ვინც იგონებს საერთოდ უნდა ჩამოართვა კომპიუტერი და მუშაობის უფლება“, - განაცხადა მამუკა ჯუღელმა.

ქართველმა ფეხბურთელმა „ნაპოლის“ რიგებში სადებიუტო მატჩი წარმატებით ჩაატარა. კვარაცხელიამ შეხვედრაში ერთი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner