logo_geo
eng_logo
გიგლა ბარამიძე: იქნებ უკვე საქმე გვაქვს ელჩის პირად ჭმუნვებთან, სუბიექტურ განწყობებთან, ემოციებთან, ურთიერთობებთან?
- +

17 აგვისტო. 2022. 17:51

 

"ქალბატონ კელის ვნებანი, სხვა რა ვუწოდო პატივცემული ელჩის უკვე მერამდენე არადიპლომატიურ დამოძღვრება -ჭკუის სწავლებას თუ პერიოდულად მუქარანარევ ოპუსებს იმ ქვეყნის ხელისუფლების , პოლიტიკური ძალების, მმართველი გუნდის თუ საზოგადოების მიმართ , სადაც თავად არის აკრედიტირებული," - ასე ეხმაურება პოლიტიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე გიგლა ბარამიძე აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას.

ნუთუ გააუქმეს ვენის კონვენცია და არ ვიცით? ან იქნებ ზოგიერთ ელჩს გენერალ- მაკონტროლებელ-გუბერნატორის სტატუსიც ჩააბარეს და ესეც ვერ გაგვიგია? ან იქნებ უკვე საქმე გვაქვს ელჩის პირად ჭმუნვებთან, სუბიექტურ განწყობებთან, ემოციებთან, ურთიერთობებთან და ჩვენ, ღმერთო გვიშველე, ვერ მივმხვდარვართ? რა გზას დავადგეთ, ვის შევჩივლოთ? ფოლკნერი მკვდარია, სინკლერ ლიუისიც, ო, ჰენრიც და ფიცჯერალდიც, ჯორჯ ვაშინგტონიც და რონალდ რეიგანიც…. ვის ვკითხოთ, ვინ გვიშუამდგომლებს , ვინ დაგვამშვიდებს? ნეტა მაცოდინა!“, - წერს გიგლა ბარამიძე სოციალურ ქსელში.

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საქართველოში არსებული პოლარიზაციის ერთ-ერთ მიზეზად „გავრილოვის ღამეს” ასახელებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner