logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: რუსი სამხედროების მიერ ზაპოროჟიეს ატომური სადგურის აღება სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს
- +

17 აგვისტო. 2022. 19:30

 

 

„რუსი სამხედროების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აღება სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. სადგურზე პროვოკაციები საფრთხეს უქმნის არა მარტო უკრაინას, არამედ სხვა ქვეყნებსაც“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

 

სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ატომურ ობიექტებზე თავდასხმა უსაფრთხოების სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

 

„ისინი ზრდიან ბირთვული ინციდენტების რისკს და საფრთხეს უქმნიან უკრაინისა და მეზობელი ქვეყნების მოსახლეობას, ისევე როგორც მთელ საერთაშორისო საზოგადოებას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

ამასთან, გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ NATO ნეიტრალური რჩება რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში.

 

მისი თქმით, ალიანსი მხარს დაუჭერს პოლიტიკურ დიალოგს ევროკავშირის ეგიდით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner