logo_geo
eng_logo
ჩინეთი თავის სამხედროებს რუსეთში სამხედრო წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად აგზავნის
- +

17 აგვისტო. 2022. 19:33

 

 

ჩინეთი თავის სამხედროებს რუსეთში სამხედრო წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად აგზავნის. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

 

ჩინეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობა არ არის დაკავშირებული დღევანდელ საერთაშორისო და რეგიონულ ვითარებასთან.

 

სამხედრო წვრთნებში („ვოსტოკ“), რომელიც 30 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება, ასევე მონაწილეობენ სამხედროები ინდოეთიდან, ბელარუსიდან, მონღოლეთიდან და ტაჯიკეთიდან.

 

ჩინეთის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობა რუსეთთან ორმხრივი ყოველწლიური თანამშრომლობის შეთანხმების ნაწილია.

 

„მიზანია გაღრმავდეს პრაქტიკული და მეგობრული თანამშრომლობა [სამხედრო წვრთნებში] მონაწილე ქვეყნების ჯარებთან, გაიზარდოს სტრატეგიული თანამშრომლობის დონე და გაძლიერდეს უსაფრთხოების სხვადასხვა საფრთხეებზე რეაგირების უნარი“, - განაცხადეს ჩინეთის თავდაცვის უწყებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner