logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: საქართველო აშშ-ის ვასალი არ არის, საქართველო პარტნიორებისგან პატივისცემას და თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებულ დამოკიდებულებას იმსახურებს
- +

17 აგვისტო. 2022. 20:21

 

 

„დიპლომატიას საკუთარი წესები აქვს, რომელიც ცალსახად გმობს მეორე სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევას. დღეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოს პარლამენტს რეკომენდაციით მიმართა, რომელიც ძირითადად საქართველოს სასამართლო სისტემას შეეხება. აშშ-ის საელჩოს რეკომენდაცია, რეალურად საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა არის, რისი უფლებაც მათ არ აქვთ! საქართველო აშშ-ის ვასალი არ არის, საქართველო პარტნიორებისგან პატივისცემას და თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებულ დამოკიდებულებას იმსახურებს!“, - ამ სიტყვებით ეხმაურება სოციალურ ქსელში დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას, რომლის თანახმად ელჩმა აღნიშნა, რომ პოლარიზაცია გავრილოვის ღამიდან, შეუსრულებელი დაპირებებიდან, არადემოკრატიული ქმედებებიდან მოდის და არა პარტნიორებისგან.

 

მისი თქმით, სწორედ ასეთი ორმაგი სტანდარტით მოქმედება ანგრევს დასავლეთისადმი საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებას და არა მმართველი გუნდის კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც მოსახლეობის დაკვეთას ასრულებს:

 

„ცალკე საუბრის თემაა აშშ-ის ელჩის განცხადება, რომელიც პოლარიზებაში მმართველ გუნდს ადანაშაულებს, ქალბატონი ელჩი 20 ივნისის ღამეს „გავრილოვის ღამედ“ მოიხსენიებს. რატომ საუბრობს ქალბატონი ელჩი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დამკვიდრებული ტერმინით? 20 ივნისის ღამე სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა იყო, რომელიც მიზნად მთავრობის ძალადობრივი გზით შეცვლას ისახავდა, 20 ივნისი იყო სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობა და მისი დაყვანა კონკრეტულ ადამიანამდე (გავრილოვი) მიუღებელია. ქალბატონ დეგნანს შევახსენებ, რომ ახლო წარსულში ამერიკაში კაპიტოლიუმზე თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც დაიღუპა როგორც დაცვის წევრები, ასევე, აქციის მონაწილეები, თავდასხმიდან შემდგომ პერიოდში განხორციელდა ათობით ადამიანის დაპატიმრება, მათ შორის იყვნენ მოქმედი პოლიტიკოსები. აღნიშნული აშშ-მა დემოკრატიის მანტიის ქვეშ მოაქცია და ის რაც მიუღებელი იყო საქართველოს მთავრობისგან, მისაღები გახდა აშშ-მთავრობისგან. სწორედ ასეთი ორმაგი სტანდარტით მოქმედება ანგრევს დასავლეთისადმი საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებას და არა მმართველი გუნდის კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც მოსახლეობის დაკვეთას ასრულებს და საქართველოს მოქალაქეთა კეთილდღეობაზე ზრუნავს!“, - წერს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner