ახალციხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ვალეში 50 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალს ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
„როგორც მითხრეს, დაზიანება თავად მიიყენაო, მაგრამ დაზუსტებით არ ვიცი. თავად ამას როგორ შეძლებდა?", – ამბობს ვალეში საკრებულოს დეპუტატი, მერი ხაბეიშვილი.
გარდაცვლილს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.