საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ათენში, „აკროპოლისის თასზე“ ასპარეზი მარცხით დაიწყო. ტურნირზე ჩვენი გუნდის პირველი მეტოქე თურქეთის ნაკრები გახდა, რომელთანაც საქართვეო ანგარიშით 101-88 დამარცდხა.
18 აგვისტოს, 22:00 საათზე საქართველო საბერძნეთს დაუპირისპირდება, 19 აგვისტოს, 19:00 საათზე კი პოლონეთს. ორივე შეხედრის პირდაპირ ტრანსლაციას ტელეკომპანია „იმედი“ შემოგთავაზებთ.
ტურნირს უკვე 31-ედ ათენი მასპინძლობს. 2017 წელს ტურნირის გამარჯვებული სწორედ საქართველოს ნაკრები გახდა.