NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ NATO კოსოვოში სამშვიდობო ძალებს გაზრდის, თუ სერბეთთან დაძაბულობის ესკალაცია მოხდება.
„ახლა ჩვენ მნიშვნელოვანი მისია გვყავს [ადგილზე], კოსოვოში 4 000-მდე ჯარისკაცია განლაგებული. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ გადავიყვანთ ძალებს, განვათავსებთ მათ იქ, სადაც საჭიროა და გავზრდით ჩვენს [სამხედრო] წარმომადგენლობას“, - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.
იენს სტოლტენბერგმა მხარეებს მოუწოდა, თავშეკავებულობა გამოიჩინონ და თავიდან აიცილონ ძალადობა.