logo_geo
eng_logo
დოდო ხურცილავა: მეგრელები ისეთი ჭკვიანი ხალხია, არ მგონია, იაფფასიან ანკესზე წამოეგონ
- +

22 აგვისტო. 2016. 12:42



ხელოვნებათმცოდნე დოდო ხურცილავა „რეზონანსთან" საუბრისას საქართველოს ყოფილი პირველი ლედის სანდრა რულოვსის ზუგდიდის მაჟორიტარად დასახელებას გამოეხმაურა.

 

 

ვნახე, მეგრულად რომ უმღერა, მაგრამ მეგრელები ისეთი ჭკვიანი ხალხია, არ მგონია, ამისთანა იაფფასიან ანკესზე წამოეგონ. ერთ დეტალს მივაქციე ყურადღება, რომ რუსთვი 2"­მაც კი კადრი ვერ გაშალა, იმდენად ცოტა ხალხი იყო. არ მგონია, რომ სანდრა რულოვსი აირჩიონ. წესით, საერთოდ გამოსაჩენი პირი არ აქვს მაგ ხალხს, მაგრამ სირცხვილი და ნაციონალური მოძრაობა" ერთმანეთს ვერ ეგუებიან", - აცხადებს დოდო ხურცილავა.



საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის" სახელით იყრის კენჭს. მან საკუთარი თავი მაჟორიტარობის კანდიდატად სოფელ კორცხელში მოსახლეობასთან „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების შეხვედრაზე თავად დაასახელა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner