logo_geo
eng_logo
იეპე კოფოდი: როდესაც უკრაინა იბომბება, სამარცხვინოდ მიმაჩნია, რომ რუს ტურისტებს გარუჯვა და ევროპაში მდიდრული ცხოვრება შეუძლიათ
- +

18 აგვისტო. 2022. 00:49

 

 

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იეპე კოფოდი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი მიიღებს ერთობლივ გადაწყვეტილებას რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის აკრძალვის შესახებ.

 

დანიელი დიპლომატის თქმით, თუკი ევროკავშირში ერთიანი წესების შემოღება ვერ მოხერხდება, მთავრობა მზად არის  დანიის წესებს გადახედოს.

 

„თუ ერთობლივი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია, დანიის მხრიდან განვიხილავთ შეზღუდვების შემოღების შესაძლებლობას, რაც კიდევ უფრო შეამცირებს რუსეთის ტურისტული ვიზების რაოდენობას. ძალიან სამარცხვინოდ მიმაჩნია, რომ რუს ტურისტებს შეუძლიათ გარუჯვა და მდიდრული ცხოვრებით იცხოვრონ ევროპის სამხრეთში, მაშინ როცა უკრაინის ქალაქები იბომბება“, - განაცხადა მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner