რუსი ოკუპანტების მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად მსხვერპლთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა. ამის შესახებ ტელეგრამის საკუთარ გვერდზე ხარკოვის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი იტყობინება.
„სალტოვკას დაბომბვის შედეგად დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვი გაიზარდა: დაიღუპა 6 ადამიანი, დაშავდა 16", - წერს სინეგუბოვი.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას არავითარი გამართლება არ აქვს.
მისივე თქმით, ეს არის აგრესორის უძლურების დემონსტრირება.