logo_geo
eng_logo
ხარკოვის დაბომბვის შედეგად მსხვერპლთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა - უკრაინული მხარე
- +

18 აგვისტო. 2022. 00:50

 

 

რუსი ოკუპანტების მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად მსხვერპლთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა. ამის შესახებ ტელეგრამის საკუთარ გვერდზე ხარკოვის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი იტყობინება.

 

სალტოვკას დაბომბვის შედეგად დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვი გაიზარდა: დაიღუპა 6 ადამიანი, დაშავდა 16", - წერს სინეგუბოვი.

 

თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას არავითარი გამართლება არ აქვს.

 

მისივე თქმით, ეს არის აგრესორის უძლურების დემონსტრირება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner