„დროებით ოკუპირებულ ყირიმში სულ მცირე სამი აფეთქების უკან უკრაინული ძალები დგანან“, - ამის შესახებ RBC Ukraine CNN-ზე დაყრდნობით იტყობინება.
გამოცემის ჟურნალისტები გაეცნენ უკრაინის მთავრობის ანგარიშს, რომელიც მათ ოფიციალურმა პირმა მიაწოდა და შემდგომ ანონიმურად ისურვა დარჩენა.
მოხსენებაში აღწერილია საკის ავიაბაზა, როგორც მძიმე, მაგრამ დიდი დანაკარგი რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურისთვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
9 აგვისტოს ყირიმში აფეთქებები გაისმა საკის ავიაბაზაზე რუსული გამანადგურებლები და ბომბდამშენები იყო განლაგებული. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმის აეროდრომზე ცხრა თვითმფრინავის განადგურება დაადასტურეს. 16 აგვისტოს ყირიმში კვლავ აფეთქებების ხმა გაისმა.