logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: ოკუპანტებმა ხარკოვში საერთო საცხოვრებელზე მიიტანეს სარაკეტო იერიში, შენობა განადგურებულია, დაღუპულებისა და დაშავებულების რაოდენობა დგინდება
- +

18 აგვისტო. 2022. 01:17

 

 

რუსეთის ძალების მიერ ხარკოვზე განხორციელებულ დარტყმას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმაურება და შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს. მისი ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა საერთო საცხოვრებელზე მიიტანეს სარაკეტო იერიში, რის შედეგადაც შენობა მთლიანად განადგურებულია.

 

„სარაკეტო დარტყმა… საერთო საცხოვრებელზე… შენობა მთლიანად განადგურებულია. ვადგენთ დაღუპულებისა და დაშავებულების ზუსტ რაოდენობას. მხდალი და ცინიკური დარტყმა სამოქალაქო პირებზე, რომელსაც არანაირი გამართლება არ აქვს და რომელიც აჩვენებს აგრესორის უძლურებას. არ ვაპატიებთ, შურს ვიძიებთ“, – წერს ზელენსკი.

 

შეგახსენებთ, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსეთის ძალებმა დარტყმა განახორციელეს ქალაქის ხარკოვის სალტოვკის რაიონზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner